თბილისში "ლიბერთი ბანკის" ოფისი დააყაჩაღეს

თბილიში, ნაძალადევის რაიონში, "ლიბერთი ბანკის" ოფისი დააყაჩაღეს. როგორც "ლიბერთი ბანკში" განაცხადეს, მძარცველი ბანკში 11:00 საათზე შეიჭრა, წაღებულია თანხა, თუმცა ოდენობას ბანკში არ აკონკრეტებენ.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მათი განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.