საქართველოსთვის 80 მლნ დოლარის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოსთვის 80 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებას დღეს ხელი მოეწერა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ორი ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტებს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა მოაწერეს ხელი.

სამინისტროს ინფორმაციით, "ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის" ფარგლებში მსოფლიო ბანკი ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის დასაფინანსებლად 40 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს, ასევე 40 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა "შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტისთვის".

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე