დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ბიუჯეტი ჯერ დადგენილი არ არის

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ბიუჯეტი საბოლოოდ ჯერ დადგენილი არ არის. როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ღონისძიებების ბიუჯეტი ახლა დგინდება.

"დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ნუსხა საკმაოდ დიდია. პრაქტიკულად, ყველა სამინისტრო არის ჩართული, ამიტომ ბიუჯეტი საბოლოოდ დადგენილი ჯერ კიდევ არ არის. ახლა დგინდება. შესაბამისად, როგორც კი გარკვეული იქნება ეს საკითხი, ინფორმაცია იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს წელს მსოფლიოში ცნობილი მომღერლები ესტუმრებიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში კონცერტებს ეროს რამაზოტი და რობი უილიამსი გამართავენ.