PLANETperfecto სასაწყობო ფართებისა და კორპუსების მშენებლობას იწყებს

სამშენებლო კომპანია PLANETperfecto მომსახურების არეალს აფართოებს. კომპანია, რომლის ძირითად საქმიანობას აქამდე მხოლოდ დაკვეთით კერძო სახლების მშენებლობა, რემონტი და ეზოების მოპირკეთება წარმოადგენდა, ამიერიდან სასაწყობო ფართებისა და კორპუსების მშენებლობას იწყებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ვეფხვაძემ განაცხადა, PLANETperfecto საერთაშორისო არქიტექტურული კომპანიის Z500-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. არსებულ სამშენებლო კომპანიებს შორის, PLANETperfecto-ს ფასი ბაზარზე საუკეთესოა პირობების მიხედვით. ამასთანავე, კომპანია მუშაობს ძალიან დაბალ მოგებაზე, რაც მომხიბვლელს ხდის თანამშრომლობას.

"PLANETperfecto სთავაზობს მომხმარებელს მშენებლობისადმი კომპლექსურ მიდგომას. კომპანიის კომპეტენტური პირი გაგიწევთ კონსულტაციას ნებისმიერ თემაზე. ასევე შეგიძლიათ გამოიძახოთ ჩვენი სპეციალისტი მიწის ნაკვეთზე ტერიტორიის გასაცნობად და ხარჯთაღრიცხვის შესადგენად. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ შეძენილი მიწის ნაკვეთი, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან სასურველი ადგილის შერჩევაში", - აღნიშნა ვეფხვაძემ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მისი მომსახურება მორგებულია ნებისმიერი კლიენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე, რაც გულისხმობს: სასურველი მიწის ნაკვეთის შერჩევა; არქიტექტურული პროექტირება - კონსტრუქციული გათვლები; საერთო სამშენებლო სამუშაოები - ტერიტორიის მომზადება, შენება, მოპირკეთება; საინჟინრო სამუშაოები - შიდა კომუნიკაციების გაყვანა: ელექტროობა, წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, გათბობა (იატაკის, პანელური და ა.შ) ინტერიერის რემონტი - თქვენთვის სასურველი 3D დიზაინით კედლების, იატაკისა და ჭერის მოპირკეთება; ლანდშაფტის დიზაინი და მოპირკეთება - ჩვენი წარმოების ქვაფენილებით, გამწვანება.

"სამშენებლო მასალების ნაწილს PLANETperfecto თავად აწარმოებს, ნაწილი კი ან უცხოეთიდან ჩამოაქვს, ან ადგილობრივი სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიებისგან ყიდულობს.

სამშენებლო კომპანია PLANETperfecto 2012 წელს დაარსდა. ამ ეტაპზე კომპანიაში 50 ადამიანამდეა დასაქმებული", - აცხადებენ კომპანიაში.

PLANETperfecto-ს მიერ შესრულებული და მიმდინარე პროექტები შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://planetp.ge/

(R)