ახალგაზრდები ვიდეორეკლამის მიმართ კეთილგანწყობილი არიან

კომპანია Millward Brown-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მომხმარებელთა ახალგაზრდა ჯგუფი, რომელიც 16-დან 24 წლამდე ასაკის მომხმარებელს აერთიანებს, ონლაინ ვიდეორეკლამის ნახვაზე დღეში საშუალოდ 94 წუთს ხარჯავს.

ამავე კვლევის თანახმად, 32 წუთით ნაკლებს, ანუ დღეში საშუალოდ 62 წუთს ხარჯავს ონლაინ ვიდეორეკლამაზე 35-დან 45 წლის ასაკის მომხმარებელი.

კომპანიის განცხადებით, მსგავსი ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში სხვაობა 16-დან 24 წლამდე ასაკის მომხმარებლის ხარჯზე იზრდება. მაგალითად, აშშ-სა და ბრაზილიაში ახალგაზრდა ჯგუფში შემავალი მომხმარებელი უფრო მეტ დროს უთმობს ვიდეორეკლამას, ვიდრე ჩინეთში.

კვლევის ავტორები რეკლამისდამკვეთებს ურჩევენ,  16-დან 24 წლამდე მომხმარებლის უფრო მეტად დაინტერესების მიზნით საინტერესო, გასართობი ხასიათის კონტენტი შექმნან და ვიდეორგოლში ცნობილი სახეების გამოყენებას ეცადონ.

კვლევაში მონაწილეობა 42 ქვეყნის 16-დან 45 წლამდე ასაკის 13 500-მა ადამიანმა მიიღო.