რუსეთმა საქართველოდან გამდიდრებული ურანი მთლიანად გაიტანა

რუსეთმა საქართველოდან გამდიდრებული ურანი მთლიანად გაიტანა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით უცხოურ მედიაზე დაყრდნობით ვრცელ სტატიას euronews.ge აქვეყნებს.

როგორც სააგენტო განმარტავს, საქართველოდან გამდიდრებული ურანის ატანა 2015 წლის ბოლოს მოხდა.

სტატიაში თემის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილიც საუბრობს, რომელიც აღნიშნულს "პროგრესად" აფასებს.

"საქართველოში გამდიდრებული ურანი აღარ არის და ეს უსაფრთხოების მხრივ კარგი პროგრესია", - აცხადებს აგულაშვილი.

მანამდე ურანი თბილისის გარეუბანში მდებარე იზოტოპების ინსტიტუტის მიერ იყო გამოყენებული.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euronews.ge/archives/3457