პირველ ჯერზე საქართველოდან ევროკავშირში წელიწადში 200 ტონა მატყლი გავა

ქართული ცხვრის მატყლი პირველი ცხოველური წარმოშობის ქართული პროდუქტია, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე დაუშვეს.

ჯერჯერობით ვიზა მისცეს მატყლის მწარმოებელ ორ ქართულ კომპანიას: არაგვისპირში მდებარე შპს "ჯორჯიან ვულს" და მარნეულში მდებარე შპს "ქართულ მატყლს". მათ ამ ბაზარზე დაუმუშავებელი (გაურეცხავი) მატყლის გატანა შეუძლიათ. ათეული წლების მანძილზე რუსულ ბაზარზე ორიენტირებულმა ქართული ცხვრის მატყლის ეკოლოგიურმა და მაღალხარისხოვანმა პროდუქციამ გასაღების ბაზარი დაკარგა, რის გამოც მეცხვარეები მატყლს წვავდნენ ან ყრიდნენ...

6-7 წლის წინ უცხოეთში ქართულ ცხვარზე მოთხოვნის გაზრდას ქართული მატყლით დაინტერესებაც მოჰყვა. ძალიან მალე კლიენტიც გამოჩნდა, მათ შორის - ინდოეთში, უკრაინასა თუ ინგლისში. თუმცა, მერე ინგლისმა უკან დაიხია და მატყლის შეტანაზე იმ მიზეზით თქვა უარი, რომ ქართული მატყლი ევროკავშირის ბაზარზე არ იყო დაშვებული... იმისთვის, რომ ქართულ მატყლს ევროკავშირის ბაზრამდე მიეღწია, მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილმა ცხვრის პარსვის სეზონზე უცხოელი ექსპერტები მოიწვია.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 28 მარტის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად