ეგვიპტეში სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს

ეგვიპტეში ავიაკომპანია Egyptair-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი A320 უცნობმა პირებმა გაიტაცეს. ამის შესახებ ტელეკომპანია "ბიბისი" იტყობინება.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ თვითმფრინავი, რომელიც რეისს ალექსანდრიიდან კაიროში ასრულებდა, კვიპროსის ლარნაკის აეროპორტში დაეშვა.

ტელეკომპანია "ბიბისი" წერს, რომ ლაინერის ბორტზე შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს.

ადგილობრივი პრესა იტყობინება, რომ თვითმფრინავში გატაცების მომენტში 81 მგზავრი იმყოფებოდა.

მომხდართან დაკავშირებით კვიპროსში საგანგებოდ გაიხსნა ორი კრიზისული შტაბი.