9 მითი ონლაინ კრედიტის შესახებ

საქართველოში ამ ბოლო დრო საკმაოდ მწვავე დისკუსია მიმდინარეობს ონლაინ სესხების შესახებ და ხშირად ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია ონლაინ კრედიტების გამცემ კომპანიებზე. ამ ბიზნესის მიზანშეწონილობა და საქმისადმი მიდგომები საზოგადოებისთვის ანგარიშგასაწევი ექსპერტების, პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური მიმომხილველების განხილვის თემად იქცა სოციალურ ქსელებში, ციფრულ მედიასა და სატელევიზიო თოქ-შოეუბში.

bpn

დასმული კითხვები კომპეტენტურ პასუხს იმსახურებენ, რომ არ შეიქმნას ინფორმაციული ვაკუუმი და არ მოხდეს ფაქტების ცალმხრივი ინტერპრეტირება, რამაც მომხმარებლის დეზინფორმაცია შეიძლება გამოიწვიოს.

კომპანია ონლაინ კრედიტმა გადაწყვიტა ღიად საუბარი თემებზე, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია დღეს.

ჩვენ გვინდა გამოვყოთ 9 მითი, 9 რეალობისგან მოწყვეტილი საკითხი, რომლის გარშემოც მიდის აქტიური დისკურსია.

მითი#1: ონლაინ კრედიტები მაღალი პროცენტული განაკვეთით გამოირჩევიან

რეალობა - ონლაინ სწრაფი სესხები საშუალოდ ორკვირიანი სესხების კატეგორიას განეკუთვნებიან. ისინი ხანგრძლივი მოხმარებისათვის არ არის განკუთვნილი. ამ ინდუსტრიის კრიტიკოსების მთავარი არგუმენტი სესხების მაღალი პროცენტული განაკვეთია, რაც სინამდვილეში შორსაა სიმართლისგან.

კომპანია ონლაინ კრედიტში ორკვირიანი კრედიტის სასესხო განაკვეთი გამომდინარე ლოიალურობის პოლიტიკიდან, რომელსაც ჩვენი კამპანია აწარმოებს, საშუალოდ 8.5%-ია. სესხის საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა მაშინ გახდეს მაღალი, თუ სესხის ვადაგადაცილება რამდენიმე თვეს აღწევს. ასეთი შემთხვევები კი მხოლოდ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს და ძალიან იშვიათია.

ონლაინ სესხები - მომხმარებლის სახელმძღვანელო

მითი #2: სწრაფი სესხებისგან თავის დაღწევა შეუძლებელია

რეალობა - ჩვენს კომპანიაში მიღებული სტანდარტების მიხედვით, სესხის გახანგრძლივება მაქსიმუმ 180 დღით არის შესაძლებელი. ასევე არსებობს 5 საშეღავათო დღე, რომელიც მომხმარებელს სესხის დასაფარად შეუძლია გამოიყენოს და ამ დამატებით დღეებზე ჯარიმა არ დაეკისრება.

მსგავსი პირობები ყველანაირ შესაძლებლობას ქმნის, რომ მომხმარებელმა დროულად მოახერხოს სესხის განულება და არ იმყოფებოდეს მუდმივი ფინანსური ვალდებულებების ქვეშ.

განახლებული Online Credit-ი - პასუხისმგბელობაზე დამყარებული ურთიერთობები

მითი #3: ონლაინ სესხები დაბალშემოსავლიან ადამიანებზეა გათვლილი, რომლებიც მაღალი რისკის კაპიტალდაბანდებას განეკუთვნება.

რეალობა - ონლაინ კრედიტის მომხმარებელთა უმრავლესობა საშუალო კლასის წარმომადგენლები არიან. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ დანაზოგი მოულოდნელი ფინანსური პრობლემებისგან თავდასაცავად.

ჩვენი მომხმარებლების საბაზისო მონაცემების ანალიზის შედეგად მსგავსი სურათი იკვეთება:

  • ონლაინ კრედიტის მომხმარებელთა უმრავლესობის საშუალო ხელფასი 800 ლარამდეა.
  • მომხმარებელთა რაოდენობის 65% 45 წელს ქვემოთაა, ხოლო 3% 55 წელს ზემოთ.
  • ჩვენი მომხმარებლების 80% ფლობს უმაღლესი განათლების დიპლომს.
  • ჩვენი მომხმარებლის 100% აქვს მუდმივი საბანკო ანგარიში, რომლის ვერიფიკაციის გარშე სესხი უბრალოდ არ გაიცემა.

არის თუ არა ონლაინ სწრაფი სესხები თქვენთვის?

მითი #4: მაღალი საპროცენტო განაკვეთი გამსესხებლებს უდიდეს ფინანსურ მოგებას უტოვებს

რეალობა - მოკლევადიანი ონლაინ სესხების პროდუქტის შექმნა და ბაზარზე ოპერირება საკმაოდ ძვირი ჯდება. სწორედ ამიტომაც საქართველოს ბანკების უმრავლესობა მათ არ გასცემს.

საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას პირველ ფაქტორი არის რისკი, რომელსაც საკუთარ თავზე იღებენ საფინანსო კომპანიები, როცა ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე გასცემენ სესხს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია სესხის მომსახურების საფასური - თითოეული მომხმარებელზე გარკვეუული რესურსი იხარჯება მის მოსაზიდად და მომსახურების გასაწევად.

თუ გავითვალისწინებთ ბიზნესის მართვის ყოველდღიურ ხარჯებს, მარკეტინგის ბიუჯეტს, ხელფასებს, საბონუსე სისტემებს და ა.შ. აღმოჩნდება, რომ ონლაინ სესხების მოგების მარჟა, სხვა სტანდარტულ ფინანსური კომპანიების მოგების მარჟისგან დიდად არ განსხვავდება.

მითი #5: ონლაინ სესხებს სურთ თავიდან აირიდონ ყოველგვარი საკანონმდებლო რეგულაციები

რეალობა - ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ბიზნესს საქართველოში, ონლაინ სესხები კომპანიებსაც არ სურთ ზედმეტი ბიზნეს რეგულაციები, რაც მათ ნორმალურ ფუნქციონირებასა და განვითარებას შეუშლის ხელს.

თუმცა კომპანია ონლაინ კრედიტი მუდამ მიესალმება სამართლიან რეგულაციებს, რაც უზრუნველყოფს ორივე მხარის (როგორც მომხმარებლის, ისე ბიზნესის)

უფლებების თანაბრად დაცვას.

ონლაინ სესხები - დადებითი და უარყოფითი მხარეები

მითი #6: მოკლევადიანი სწრაფი სესხების მომხმარებლების უმრავლესობა ვერ ახერხებს აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად დაფარვას.

რეალობა - ონლაინ კრედიტის სესხის გაცემის კრიტერიუმი მკაცრად განსაზღვრავს, რომ აპლიკანტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მუდმივი შემოსავალი და მოქმედი საბანკო ანგარიში. ფაქტი კი ის არის, რომ ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობა აღებული სესხის დროულად დაფარვას ახერხებს.

მითი #7: სწრაფი სესხების ინდუსტრია აგრესიული მარკეტინგის მეთოდებს იყენებს

რეალობა - ბიზნესის დაუწერელი კანონია, რა მარკეტინგულ მეთოდსაც არ უნდა იყენებდე, არც ერთი სერვისი ან პროდუქტი მომხმარებლის მოთხოვნილებების გარეშე არ გაიყიდება. ონლაინ სწრაფი სესხები კი შეუცვლელი პროდუქტია მათთვის, ვისაც მოკლევადიანი სწრაფი სესხის მიღება სურს.

მითი #8: სწრაფი ონლაინ სესხების პირობები საკმაოდ ბუნდოვანია და შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი

რეალობა - ჩვენი პირობები ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული კონტრაქტში, რომლის გაცნობა ნებისმიერი აპლიკანტისთვის სავალდებულოა. ხელშკრულების მიხედვით, მომხმარებელი დაცულია ფარული გადასახადებისა და პროცენტებისგან. ონლაინ კრედიტის აპლიკანტების 96% აცხადებს, რომ მათთვის ყველაფერი მკაფიო და გასაგებია.

ასევე ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ საინფორმაციო კამპანიებს და სპეციალურად ამისთვის ონლაინ სესხების შესახებ საინფორმაციო ბლოგები შევქმენით, რომ მომხმარებელი მუდამ საქმის კურსში იყოს ჩვენს სერვისებსა და პროდუქტებზე.

ონლაინ კრედიტი - მომხმარებლის 10 წესი

მითი #9: მომხმარებელი ონლაინ სესხების კომპანიების გარეშეც შეძლებს არსებობას

რეალობა - მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის ქვაკუთხედია, რომელიც მართავს ეკონომიკურ პროცესებს. მომხმარებელი ქმნის მოთხოვნას, ხოლო კომპანიები ამ მოთხოვნას აკმაყოფილებენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ: თუ მომხმარებელს არ ენდომება ონლაინ სწრაფი სესხებით სარგებლობა, მოთხოვნა ამ სერვისზე მოიკლებს. თუმცა, რეალობა სხვაგვარია: სწრაფ კრედიტებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.

დასკვნა:

ონლაინ კრედიტი არის პროდუქტი, რომელიც გათვლილია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მოკლევადიანი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად.

ჩვენი მიზანია ბიზნესის კეთება თავისუფალ, კონკურენტუნარიან გარემოში და მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილება - აქ და ახლა.

(R)