გოდერძის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გოდერძის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური პირობები გაუარესდა, ძლიერი თოვის გამო განსაკუთრებით რთული ვითარებაა მაღალმთიან რეგიონებში.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და კონტარქტორი ორგანიზაციები 24 საათიან რეჟიმში აწარმოებენ გზის გაწმენდით სამუშაოებს.

გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს აჭარის მაღალმთიანეთშიც, კერძოდ გოდერძის უღელტეხილზე, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა გვიან შემოდგომიდან გაზაფხულამდე იკეტება", - ნათქვამია ინფორმაციაში.