მიკროსაფინანსო სექტორი დეპოზიტების ფლობის უფლებას ითხოვს

მიკროსაფინანსო სექტორი დეპოზიტების ფლობის უფლებას ითხოვს. როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაში აცხადებენ, დეპოზიტების მიღების შემთხვევაში, მათ კლიენტებისთვის დამატებითი მომსახურების გაწევა შეეძლებათ, რაც მომხმარებლებს დანაზოგების გაკეთების საშუალებას მისცემს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კიდევ ერთი მოთხოვნა ამ სექტორის სტატუსის განსაზღვრას ეხება. როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში აცხადებენ, მიკროსაფინანსო სექტორის უფლებები როგორც დეპოზიტების ფლობის, ასევე სესხის გაცემის მიმართულებით უნდა გაიზარდოს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე