კვიპროსის ლარნაკას აეროპორტი დაიკეტა

კვიპროსის ლარნაკას აეროპორტი დაიკეტა. როგორც მედია იტყობინება, ყველა თვითმფრინავი კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე პაფოსის აეროპორტში ჩადის. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს კვიპროსის სამოქალაქო ავიაციაში განუცხადეს.

ლარნაკას აეროპორტში ამ დრომდე დგას ეგვიპტეში გატაცებული თვითმფრინავი. ადგილობრივი ხელისუფლება გამტაცებელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ბოლო ინფორმაციით, ბორტზე იმყოფებიან ეკიპაჟი და 4 მგზავრი.