ეკონომიკის სამინისტრო ვებგვერდზე www.qartuli.ge შეფერხების გამო ბოდიშს იხდის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მეწარმეობის განვითარების სააგენტო ვებგვერდზე www.qartuli.ge არსებული შეფერხების გამო ბოდიშს იხდიან. როგორც სამინისტროს მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეფერხება გამოიწვია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გუშინ გაჩენილმა ხანძარმა. სამინისტროს განმარტებით, ვებგვერდზე www.qartuli.ge ბიზნეს იდეების წარდგენის ბოლო ვადა 31 მარტის ნაცვლად იქნება 5 აპრილი.

"სერვერის ტექნიკური გაუმართაობიდან გამომდინარე დღის განმავლობაში ვერ ხდებოდა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების დარეგისტრირება. სერვერი არ არის დაზიანებული, დღემდე მიღებული ყველა განაცხადი შენახულია და მალე აღდგება ვებგვერდის ფუნქციონირება. სამინისტროსა და სააგენტოს გადაწყვეტილებით ვებგვერდზე www.qartuli.ge ბიზნეს იდეების წარდგენის ბოლო ვადა 31 მარტის ნაცვლად იქნება 5 აპრილი.