ეგვიპტური სამგზავრო ლაინერის გამტაცებელი დაკავებულია

ეგვიპტური სამგზავრო ლაინერის გამტაცებელი დაკავებულია.

ინფორმაციას ამის შესახებ კვიპროსის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ტვიტერის" საკუთარ მიკრობლოგში ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე ამჟამად სპეცდანიშნულების ძალები იმყოფებიან.

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი რამდენიმე მძევალმა დატოვა.