ლარნაკას აეროპორტში ყველა მძევალი გათავისუფლებულია

ლარნაკას აეროპორტში ყველა მძევალი გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია Egyptair-ი ავრცელებს. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ სამგზავრო ლაინერის გამტაცებელი დაკავებულია.

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

კვიპროსის მთავრობის ოფიციალური ცნობით, ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ არიან.