Oxfam – მიგრანტებთან დაკავშირებით ვალდებულებას მხოლოდ გერმანია, კანადა და ნორვეგია ასრულებს

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო გაერთიანება Oxfam-მა რიგი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები მიგრანტთა კრიზისის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.

როგორც euronews.ge წერს, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ მიგრანტების მიღების მხრივ დაკისრებულ პასუხისმგებლობას მხოლოდ გერმანია, კანადა და ნორვეგია ასრულებს.

ორგანიზაციის მიერ დღეს წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, 2013 წლიდან დღემდე ეკონომიკურად განვითარებულმა ქვეყნებმა საკუთარ ტერიტორიაზე 67,1 ათასი სირიიდან დევნილი განათავსა, რაც მიგრანტთა სრული რაოდენობის მხოლოდ 1,39%-ს წარმოადგენს.

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო გაერთიანება Oxfam-ი ნაკისრი პასუხისმგებლობის შეუსრულებლობაში საფრანგეთს, აშშ-ს, ნიდერლანდებს, დანიასა და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს.

"ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საფრანგეთმა მხოლოდ 1 000 სირიელი მიგრანტი მიიღო იმ დროს, როდესაც მას საშუალოდ 26 000 იძულებით გადაადგილებული პირი უნდა მიეღო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღემდე 1812 მიგრანტი მიიღო. უახლოეს მომავალში ქვეყანა დამატებით 8 000 მიგრანტის მიღებას გეგმავს, თუმცა ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ აშშ-ს საკუთარ ტერიტორიაზე 170 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირის მიღების შესაძლებლობა აქვს", - წერს euronews.ge.

ინფორმაციის წყარო: http://www.euronews.ge/archives/3629