სატვირთო ავტომობილების მძღოლები ფოთის პორტთან გზის გადაკეტვით იმუქრებიან

ფოთში, ლარნაკას ქუჩაზე მეორე დღეა სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან შეკრებილები. ქართველი მძღოლები მოითხოვენ, რომ უცხოელ მძღოლებთან თანაბარ პირობებში იმუშავონ.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ქართველი მძღოლები უცხოელ მძღოლებთან შედარებით კაბალურ მდგომარეობაში არიან. მათი თქმით, გადამზიდავი კომპანიები პრიორიტეტს უცხოელ მძღოლებს ანიჭებენ, რის გამოც ისინი დაუსაქმებლები და შესაბამისად, შემოსავლის გარეშე რჩებიან.

სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს გადამზიდავი კომპანიების შესასვლელები პარალიზებული აქვთ. შეჩერებულია ტვირთების მიღება-გამოტანის პროცესი.

აქციის მონაწილეები ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებენ, საქმეში დროულად ჩაერთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფოთის პორტისკენ მიმავალი გზის გადაკეტვით იმუქრებიან.