რამდენად დაცულები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლები?

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტებს ბოლომდე არ აქვთ გააზრებული სესხის ვადები და პირობები - ასეთია საერთაშორისო ორგანიზაცია "სმარტ კამპანიის" მიერ საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორში მომხმარებელთა დაცვის საკითხებზე ჩატარებული კვლევის ძირითადი შედეგი. კვლევის თანახმად, მიკროსაფინანსო კომპანიების კლიენტების ნაწილმა საკუთარი სესხის საპროცენტო განაკვეთი არ იცის. ამასთან, მომხმარებლებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა რისკს შეიცავს სესხის უცხოურ ვალუტაში აღება. ორგანიზაცია "სმარტ კამპანიამ", კვლევის ფარგლებში, როგორც მიკროსაფინანსოებისთვის, ასევე ეროვნული ბანკისთვის რეკომენდაციებიც შეიმუშავა. როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე მუშაობს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე