პალიტრა L – ის გრანდიოზული გათამაშება იწყება!

პირველად საქართველოში, გათამაშება სადაც ყველა ბილეთი მომგებიანია!

„გამომცემლობა პალიტრა L“ 31 მარტიდან 2 თვის განმავლობაში მკითხველს დიდ სიურპრიზს უმზადებს - ყველას ვისაც უყვარს კითხვა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია წიგნები, ვისაც უყვარს მოგება ან უბრალოდ სიურპრიზები, შესაძლებლობა ეძლევა მოიგოს - იაპონური ავტომობილი, ერთკვირიანი საგზური ევროპაში 2 კაცზე , 3000 ლარიანი ავეჯის ვაუჩერი, აიფონ 6s და 200 000 წიგნი!

ეს არის პირველი გათამაშება საქართველოში სადაც ყველა ბილეთი მომგებიანია! რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს ასეა. გათამაშება თავისი არსით უნიკალურია - ერთი, რომ წიგნებზე (მკითხველისთვის) მსგავსი მასშტაბის გათამაშება არასოდეს ყოფილა და მეორე, ზოგადად წამახალისებელი გათამაშებების ისტორიაში, პირველად ხდება , რომ ყველა ბილეთი იგებს და იგებს ყველაზე ღირებულ ნივთს - წიგნს!

გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია: მკითხველი 31 მარტიდან წიგნის მაღაზიებში ყოველ 20 ლარიან შენაძენზე (გამომცემლობა პალიტრა L-ის წიგნებზე) ადგილზე მიიღებს გათამაშების 1 ბილეთს, გადაფხეკს გადასაფხეკ ველს, მოიგებს გარანტირებულ პრიზს, წიგნს, აგრეთვე შეავსებს ბილეთის მეორე ნაწილს, ჩააგდებს წიგნის მაღაზიაში განთავსებულ სპეციალურ ყუთში და დაელოდება 29 მაისის მთავარ გათამაშებას, სადაც გათამაშდება 4 მთავარი პრიზი: ავტომობილი, ერთ კვირიანი საგზური ევროპაში, 3000 ლარიანი ავეჯის ვაუჩერი და აიფონ 6 s. აღსანიშნავია, რომ გარანტირებულ პრიზებში გამოტანილია „გამომცემლობა პალიტრა L“-ის ყველა წიგნი, მათ შორისწიგნები ისეთი ბესტსელერი სერიებიდან როგორებიც არის „100 წიგნი,რომელიც უნდა წაიკითხო,სანამ ცოცხალი ხარ“, „სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული“, ლიბერთინსის წიგნები, ენციკლოპედიები,საბავშვო ლიტერატურა და სხვა.

გათამაშების მთავარი სლოგანია #იკითხედამოიგებ

გათამაშების შესახებ ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ როგორც სპეციალურ ვებ გვერდზე www.palitral.ge/lottery ასევე სოციალურ ქსელში ჰეშტეგით #იკითხედამოიგებ.

გათამაშება გაიმართება 29 მაისს, 18:00 საათზე. ტელეკომპანია Palitra News-ისა და „რადიო პალიტრას“ პირდაპირ ეთერში.