ყოფილი ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა სარეკლამო ბანერი ჩამოაგდო

დიღომში, ყოფილი ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ქარის შედეგად სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟია მობილიზებული. რკინის ჯებირებითაა გადაკეტილი გზის სავალი ნაწილის გარკვეული მონაკვეთი.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აღნიშნულის გამო ყოფილი ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების მოძრაობა გარკვეულწილად შეფერხებულია.