მარიამ ვალიშვილი – "გაზპრომთან" ხელშეკრულების დეტალებზე მუშაობა უახლოეს დღეებში დასრულდება

"გაზპრომთან" გასაფორმებელი ხელშეკრულების დეტალებზე ისევ მუშაობა მიმდინარეობს და ვფიქრობ, ეს პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.

რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ პირობები გადაიხედოს, ვალიშვილის თქმით, ქართული მხარის პოზიცია ცალსახაა და არ ფიქრობს, რომ ამ პოზიციებში რაიმე ცვლილება შევა.

საქართველოს ხელისუფლება "გაზპრომს" თანამშრომლობის ძველი პირობებით გაგრძელებას სთავაზობს.