შალვა ოგბაიძე - როგორ უნდა მოხდეს კავსაძე-ჭავჭავაძის კვეთაზე მოძრაობის ორგანიზება

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვაკეში სატრანსპორტო მოძრაობასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"განსახილველად გთავაზობთ ჩემს მიერ კავსაძე-ჭავჭავაძის კვეთის გარკვეულ მოდიფიცირებას მოძრაობის ორგანიზაციის თვალსაზრისით.

საუბარია ვაკის პარკიდან მომავალი იმ სატრანსპორტო ნაკადის ნაწილზე, რომელსაც ყიფშიძეზე შესვლა სურს ჭავჭავაძე-ფალიაშვილი-კავსაძის გავლით.

შემოთავაზებულ სქემაში ეს ნაკადი მოიცდის მარჯვენა ,,ჯიბეში'' და კავსაძიდან მომავალ ნაკადს მწვანე შუქის ანთების შემდეგ შეერწყმება უმტკივნეულოდ. ავტობუსები არ შედიან ,,ჯიბეში'' და პირდაპირ ხვდებიან გაჩერებაზე.

ნაკადები დათვლილია და შუქნიშნების სექციების სიმფაზურობაც გამოთვლილია.

რას იტყვით?

P.S. სქემა ადრე დახაზულია და უნივესიტეტიდან ვაკის პარკისკენ მიმავალი ნაკადის შემობრუნება გაუქმებულია) და არ მიაქციოთ ყურადღება", - წერს ოგბაიძე.

bpn