ლატვიის მთავრობამ პრორუსული ვებპორტალი "სპუტნიკის" ადგილობრივი ვერსია დახურა

ლატვიის მთავრობამ პრორუსული ვებპორტალი "სპუტნიკის" ადგილობრივი ვერსია დახურა. ამის შესახებ ევროპული მედია იტყობინება.

როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, პორტალი Sputniknews.lv ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგებოდა. მომხდარს გამოეხმაურა რუსეთის საელჩო ლატვიაში.

როგორც უწყებამ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა, ლატვიის მთავრობის გადაწყვეტილება "ინფორმაციულ ომს წარმოადგენს". "ლატვიის მთავრობის მიერ პორტალ Sputniknews.lv-ის დაბლოკვა უსაფუძვლოა", - წერია განცხადებაში.

ლატვიაში პორტალ "სპუტნიკის" ადგილობრივი ვერსია 12 თებერვალს გაიხსნა.