სასტუმრო "ვერე პალასში" ხანძარი გაჩნდა

სასტუმრო "ვერე პალასში" ხანძარი გაჩნდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად დამწვარია სასტუმროს ერთი ოთახი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე 4 სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული.