ხელთათმანი, რომელიც თქვენს ტელეფონს დისტანციურად მართავს

GoGlove - ჯადოსნური ხელთათმანი დისტანციური მართვის ფუნქციით. თქვენი ტელეფონი ბლუთუზის საშუალებით უკავშირდება ხელთათმანს, რომელსაც სენსორები აქვს დამონტაჟებული და მარტივად იმართება თითების მოძრაობით. შედეგად, თქვენ ჯიბიდან ტელეფონის ამოუღებლად შეგიძლიათ ის დისტანციურად მართოთ. უფრო მეტიც, GoGlove-ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ კამერა და სხვა აპლიკაციები საყვარელი მუსიკის მოსმენის პარალელურად.

მას ასევე შეუძლია მოგცეთ აუდიომინიშნება, როდესაც ფოტოს იღებთ, ისე, რომ თქვენ აღარ მოგიწევთ მობილურის ამოღება იმის შესამოწმებლად, სურათი კარგი გამოვიდა თუ არა. თქვენ მისი გამოყენება შეგიძლიათ წლის ნებისმიერ დროს. ხელთათმანიდან ადვილად შეიძლება მექანიზმის ამოღება, რომელსაც ავტომატურად უაქტიურდება ხუთი ღილაკი, რომლითაც თქვენი ტელეფონი იმართება. მისი დახვეწილი დიზაინი კი გაძლევთ საშუალებას, ის დაიმაგროთ პერანგზე, ველოსიპედზე ან თუნდაც მაჯაზე.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე