სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 4 აპრილიდან დაიწყება

სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 4 აპრილიდან დაიწყება, - ამასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის მოადგილე ლია გიგაური რამდენიმე წუთში ბრიფინგს გამართავს.

4 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით რეგისტრაცია შეეძლება მხოლოდ იმ კატეგორიის მოსწავლეებს, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწყება 4 მაისს. 4 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით დარეგისტრირება შეეძლება ყველა დანარჩენ მოსწავლეს, ასევე მათ, ვინც მოახერხა რეგისტრაციის პირველ ეტაპზე დარეგისტრირება.