ოთარ დანელია ყატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დოჰაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კატარის სახელმწიფოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილეს, მუჰამედ ბინ აჰმედ ბინ ტოვარს შეხვდა.

როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრის მთავარი თემა ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისა და ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დაახლოების საკითხების განხილვა იყო.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ერთობლივი ბიზნესფორუმი ყატარელი და ქართველი ბიზნესმენების მონაწილეობით გაიმართება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ყატარის სახელმწიფოში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის საკითხებზე, მათ შორის, ცოცხალი პირუტყვის, ბოსტნეულისა და ხილის საექსპორტო პოტენციალზე.