"დელტა": დამზადებულია საქართველოში - როგორ იქმნება ქართველი ჯარისკაცების აღჭურვილობა

"პალიტრანიუსის" რუბრიკა "თავისუფალი თემა" - აქტუალურ და საინტერესო თემებზე მომზადებულ სპეციალურ რეპორტაჟებს წარმოგიდგენთ. დღევანდელი რუბრიკის თემაა: "დელტა" - დამზადებულია საქართველოში. უკვე წლებია "დელტა" ჯარისკაცების, პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმების საჭირო ატრიბუტებს ქმნის. ჯავშანჟილეტების გარდა, დელტაში არაერთი სამხედრო დანიშნულების პროდუქცია მზადდება. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც ქართული შეიარაღებული ძალებისთვის ჯარისკაცის ჩაფხუტიდან დაწყებული, ჯავშანმანქანით დამთავრებული, სხვადასხვა სახის პროდუქციას აწარმოებენ.

არსებობს როგორც საგამოცდო-ექსპერიმენტალური, ასევე, სერიული წარმოების ნიმუშები. სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში მზადდება როგორც მთლიანად საქართველოში დაპროექტებული იარაღები, ასევე სხვადასხვა უცხოური ანალოგის გაუმჯობესებული "კლონები".

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე