მთავრობამ პარლამენტს მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი წარუდგინა

მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მიწის ნაკვეთების რეგიტრაციის წესთან დაკავშირებით მთავრობამ პარლამენტს სპეციალური კანონპროექტი, სახელწოდებით – "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" წარუდგინა. მას თან ერთვის კიდევ შვიდ კანონში, მათ შორის "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები.

პროექტი აწესრიგებს საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტების ლეგალიზების საკითხებს, განსაზღვრავს ამ პროცესში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების უფლებამოსილებებს, აგრეთვე დავების განხილვის ალტერნატიულ საშუალებებს.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი იუსტიციის სამინისტროა.