"ბავარია" ქართულ ბაზარზე - საქართველოში ჰოლანდიური რეცეპტით ჩამოსხმული ლუდი ბრენდის პრეზიდენტმა დააგემოვნა

ჰოლანდიური ლუდის ბრენდის, „ბავარიის“ მწარმოებელი ქვეყნების რიცხვს საქართველოც შეემატა. ლუდის ექსკლუზიური მწარმოებელი კომპანია „ზედაზენია“. საქართველოში ჰოლანდიური რეცეპტით ჩამოსხმული „ბავარია“ უკვე დააგემოვნა თავად სამსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ბრენდის პრეზიდენტმაც.

„ზედაზენის“ ქარხანაში ჩამოსხმული „ბავარიის“ შეძენას რეგიონის სხვა ქვეყნებშიც შეძლებენ. საქართველოში წარმოებული ლუდი აზერბაიჯანსა და სომხეთში ექსპორტზე გავა. კომპანია „ზედაზენში“ ადგილობრივი წარმოების ერთ-ერთ უპირატესობად პროდუქციის ხელმისაწვდომ ფასს ასახელებენ.

ქართველ მომხმარებელს ადგილობრივად წარმოებული ჰოლანდიური ლუდის დაგემოვნება როგორც ჩამოსასხმელი სახით, ასევე სხვადასხვა შეფუთვაში შეუძლია.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე