ყაზახეთი ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას ითხოვს

ყაზახეთმა ევროკავშირს უვიზო რეჟიმის დაწესების თხოვნით მიმართა ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ევროკავშირის ქვეყნებში 15-დან 30 დღის განმავლობაში რჩება.

ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულტან ნაზარბაევმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟან-კლოდ იუნკერთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ბატონ იუნკერს ვთხოვე, რომ 15 და 30-დღიანი უვიზო რეჟიმი, რომელიც ყაზახეთმა ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს დაუწესა, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც დაწესდეს მსგავსი პირობებით“, - განაცხადა ნაზარბაევმა.

გასული წლის ივლისში ყაზახეთმა აშშ-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა.