როგორ დაიწყო ქართველმა მამაკაცმა ციმბირში ხის კოშკების მშენებლობა

სტარტაპ კომპანია Delphi Gate-ის ფუძემდებელი ილია კვაწაშვილი ყვება, როგორ მიატოვა მოსკოვში მაღალანაზღაურებადი სამსახური, რათა ნოვოსიბირსკში საკუთარი ბიზნესი წამოეწყო, რომელზე ფიქრმაც ნახევარ წელიწადს გასტანა.

"რამდენიმე წლის წინ, ნოვოსიბირსკიდან მოსკოვში ჩამოვედი. ხელში ხის კონსტრუქტორებით სავსე ჩემოდანი მეჭირა. კონსტრუქტორები ხელით დამზადებული ნივთების ბაზრობაზე მიმქონდა.

როდესაც მოსკოვში ვმუშაობდი, არჩევანის წინაშე ვიდექი: დავრჩენილიყავი ტოპ-მენეჯერის პრესტიჟულ თანამდებობაზე, კარგი ხელფასით, თუ მეწარმის რთული გზა ამერჩია. ნახევარწლიანმა გადატვირთულმა სამუშაო რეჟიმმა შინაგან სიცარიელემდე მიმიყვანა, ხოლო კორპორატიული სამყაროს სიღრმეების ცოდნას ადამიანების მიმართ რწმენის დაკარგვამდე მივყავდი.

რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ასე გაგრძელება დაუშვებელი იყო. ყველასთვის და საკუთარი თავისთვის მოულოდნელად, დედაქალაქში წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ, ნოვოსიბირსკში დავბრუნდი - ქალაქში, სადაც გავიზარდე.

ჩემმა ადგილობრივმა მეგობრებმა საქციელი არ მომიწონეს. მათი აზრით, მე უარი ვთქვი იმაზე, რის მიღწევაზეც ისინი არც კი ოცნებობდნენ და ეს ყველაფერი, რაღაც გაურკვეველი იდეის გამო. თუმცა, მე ნამდვილად მინდოდა, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი პროექტის გაკეთება. მით უმეტეს, რომ რაღაც გამოცდილება უკვე მქონდა. 2007 წელს მეგობრებთან ერთად ლუდის ბარის გახსნა გვინდოდა, მაგრამ მაშინ არ გამოგვივიდა და მარტოს შემეშინდა ამის გაკეთება. მოგვიანებით, ამხანაგებთან ერთად სტარტ-აპ Myrmic დავაარსეთ.

ამჯერად, ბიზნესისთვის მზა იდეა არ მქონდა და მისმა ძიებამ ნახევარ წელიწადზე მეტხანს გასტანა. ამ დროის განმავლობაში, ქსელებს ვამონტაჟებდი და კომპიუტერული ტექნიკის შეკეთებით ვიყავი დაკავებული. ყველაფერი ძალის ტყუილი ხარჯვა იყო, სანამ...

"ხელნაკეთი ნივთების ბაზრობაზე უნდა წავიდე მოსკოვში" - მითხრა ერთხელ დედამ. "თუ ეს შეიძლება რამეში გამოგადგეს, შენც წამოდი".

თავში სირენა ჩაირთო. ბაზრობამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩებოდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მაგრამ ვიგრძენი, რომ ეს შანსი აუცილებლად უნდა გამომეყენებინა.

განაგრძეთ კითხვა