ნავთობზე ფასი დაეცა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა.

„როიტერის“ ინფორმაციით, დღევანდელი დილის მონაცემებით, „ბრენტის“ მარკის ნავთობი 45 ცენტით გაიაფდა და ბარელზე 38,81 დოლარი შეადგინა.

53 ცენტით დაეცა WTI-ის ნედლი ნავთობის ფასი, რომელმაც ბარელზე 37,79 დოლარი შეადგინა.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ანალიტიკოსთა განცხადებით, ნავთობზე ფასის დაცემა აშშ-ში ნავთობის მარაგების ზრდას მოჰყვა, რომელმაც 80 წლის რეკორდულ ზღვარს მიაღწია.

გასულ კვირას აშშ-ში ნავთობის მარაგები 2,3 მილიონ ბარელამდე გაიზარდა.