2015 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეგიონების ნაწილში მნიშვნელოვნად შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში სულ 1, 351 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

აქედან 1,094 მილიარდი დოლარის ინვესტიციები თბილისში, დარჩენილი ნაწილი კი რეგიონებში გადანაწილდა.

კლება განსაკუთრებით თვალშისაცემია აჭარაში. რეგიონში 2015 წლის ოთხი კვარტლის მონაცემებით, 121,324 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, 2014 წლის ანალოგიური მაჩვენებელი კი 159,275 მილიონი დოლარი იყო.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამურმა რაოდენობამ გასულ წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 50,819 მილიონი დოლარი შეადგინა, 2014 წელს კი 93,648 დოლარს მიაღწია.

26, 363 მილიონი დოლარიდან 6, 009 მილიონ დოლარამდეა შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.