დაცული ტერიტორიების სააგენტოს 662 500 ევროს მოცულობის გრანტი გამოუყვეს

დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის "კავკასიის ბუნების ფონდმა" 662 500 ევროს მოცულობის გრანტი გამოყო.

როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, "კავკასიის ბუნების ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯომარემ ლაშა მოისწრაფიშვილმა მოაწერეს.

"ხელშეკრულების თანახმად, საგრანტო თანხა ბორჯომ-ხარაგაულის, ფშავ-ხევსურეთისა და მტირალას ეროვნული პარკების სხვადასხვა ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარებას მოხმარდება. ხელშეკრულება 2016 წლიდან 2018 წლამდე პერიოდს მოიცავს", - აცხადებენ სამინისტროში.