2050 წელი: მომავლის ინფრასტრუქტურა

ინფრასტრუქტურა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ სფეროში მილიონობით ადამიანი მუშაობს, მასში ჩადებულია მილიარდობით ინვესტიცია, უახლესი ტექნოლოგიები და კაცობრიობის მიღწევები.

ფუტუროლოგებს საკუთარი მოსაზრება აქვთ, თუ როგორ შეიცვლება ჩვენი ინფრასტრუქტურა მომავალში და რა შედეგები მოჰყვება ამას როგორც ქვეყნებისთვის, ისე ბიზნესისა და რიგითი ადამიანებისთვის.

თვითმართვადი ავტომობილები

ფუტუროლოგებს სჯერათ, რომ ძალიან მალე ავტომობილის მართვა აღარ დაგვჭირდება - თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას მოგცემს, ავტომობილები თვითმართვადი გავხადოთ. ყოველწლიურად გზებზე მილიონობით ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, "ჭკვიანი" ავტომობილი კი საშუალებას მოგვცემს, მსგავსი ინციდენტები თავიდან ავიცილოთ.

თვითმართვადი ტრანსპორტი ვიდეოკამერებით, კომპიუტერებითა და სხვადასხვა ტექნიკით აღიჭურვება, რაც ავტომობილს საშუალებას მისცემს, სიტუაცია გააკონტროლოს და ყველაზე უსაფრთხო გადაწყვეტილება მიიღოს. ასეთი ავტომობილები გაცილებით სწრაფი გახდება, ინტელექტუალური გზები კი უსაფრთხოების მაღალ დონეს უზრუნველყოფს.

სატრანსპორტო მილების ქსელი

ეს პროექტი ჩვენი მომავლის კიდევ ერთი ფანტასტიკური იდეაა, რომლის არსიც შემდეგშია: მთელი დედამიწის მასშტაბით სატრანსპორტო ჰერმეტიზირებული მილები უნდა აშენდეს, რომლის საშუალებითაც საათში 7 000 კილომეტრის სიჩქარით ადამიანები სპეციალური კაპსულებით შეძლებენ გადაადგილებას.

ეს პროექტი, განხორციელების შემთხვევაში, გადაადგილების ყველაზე სწრაფი, ეკოლოგიისთვის კი ყველაზე უსაფრთხო საშუალება იქნება. ეს იქნებოდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ასაშენებლად სულ მცირე 50 წელიწადი და 100 მილიონი ადამიანია საჭირო.

ატმოსფეროს წყლის დაგროვება

მტკნარი წყალი პლანეტაზე არსებული წყლის მხოლოდ 2%-ს წარმოადგენს, აქედან მხოლოდ ¼-ია ადამიანისთვის ხელმისაწვდომი.

წვიმის წყლის დაგროვების ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. მიუხედავად ამისა, თანამედროვე სამყაროში მისი გამოყენება სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო. დედამიწის ატმოსფეროში არსებული მტკნარი წყლის რაოდენობა 150 000 ტრილიონი ლიტრია, მისი მოპოვება მზის, ქარისა და პასიური ენერგიის სხვა ფორმების საშუალებით იგეგმება.

განაგრძეთ კითხვა