ქართველი სტუდენტის ინოვაციური იდეა აშშ-ის საერთაშორისო კონკურსის ნახევარფინალშია

ქართველი სტუდენტის ნიკოლოზ გაჩეჩილაძის ინოვაციური იდეა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო კონკურსის Global Innovation through Science and Technology ნახევარფინალში მოხვდა.

კონკურსში 104 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

კონკურსი მხარს უჭერს ტექნოლოგიურ და სამეცნიერო იდეებსა და სტარტაპებს, რომელთაც განვითარებად ქვეყნებში ცვლილებების შეტანის პოტენციალი აქვთ.

ნიკოლოზ გაჩეჩილაძე ნახევარფინალის ერთადერთი ქართველი მონაწილეა. მისი ინოვაციური იდეა, სახელწოდების MotionX ტექნოლოგიის განვითარებას ეხება, რომელიც ვიდეო გადაღების ავტომატიზირებას ეხება. იდეა საშუალებას მისცემს სასწავლებელ დაწესებულებებს, თავისი ლექციები/გაკვეთილები მინიმალურ ფასად გადაიტანონ ონლაინ რეჟიმში.

„იდეის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ამ სისტემის განვითარებად ქვეყნებში დანერგვა, სადაც ხარისხიანი სასწავლო დაწესებულებების სიმცირეა. ამ მეთოდით შესაძლებელი იქნება ხარისხიანი მასალის გავრცელება ერთი დაწესებულებიდან მეორეში“, - განაცხადა იდეის ავტორმა.

ფინალისტები საყოველთაო ხმის მიცემით გამოვლინდებიან. 1 აპრილს საიტზე GIST Network ნახევარფინალისტთა იდეები და სტარტაპები აიტვირთება და ხმის მიცემა დაიწყება. ხმის მიცემა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ფინალში სულ 30 კონკურსანტი გავა.

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე