სოჭსა და ბათუმს შორის საზღვაო მიმოსვლა აღდგა

კომპანია „ექსპრეს ბათუმი“ ბათუმი-სოჭის მიმართულებით რეისებს სამგზავრო ხომალდით „კომეტა“ შეასრულებს.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, 29 აპრილიდან „კომეტა“ ბათუმი-სოჭისა და სოჭი-ბათუმის მიმართულებით რეისებს კვირაში ორჯერ - სამშაბათობითა და პარასკევობით შეასრულებს.

საზღვაო მგზავრობას „კომეტა“ აღნიშნულ ქალაქებს შორის 6 საათში განახორციელებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე