ლარი გამყარდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3177 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3177 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3679 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0502 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6375 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6795 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0420 ლარი შეადგინა.