ელექტროენერგეტიკის ბაზრის განვითარების შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით, პროექტ "თვინინგის" ფარგლებში, ელექტროენერგეტიკის ბაზრის განვითარების შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართა.

როგორც სემეკ-ში აცხადებენ, შეხვედრაზე განიხილეს ელექტროენერგეტიკის სექტორის ბაზრის სტრუქტურა, მოქმედი მარეგულირებელი ნორმატიული აქტები, ევროკავშირის სამართლებრივი მოთხოვნები, ევროპის საუკეთესო გამოცდილება, ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანების პერსპექტივები.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა, კომისიის წევრები და აპარატის თანამშრომლები, ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ავსტრიელი და ლიტველი ექსპერტები.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე