"პალიტრა L"- ის გრანდიოზულ გათამაშებაში პირველი გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ

პირველად საქართველოში, გამომცემლობა "პალიტრა L" -მა გათამაშება დაიწყო, სადაც აბსოლუტურად ყველა ბილეთი მომგებიანია. ლატარიის დაწყებისთანავე, პირველი გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ.

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნებზე, წიგნის მაღაზიებში მომხმარებლებს ყოველ 20 ლარიან შენაძენზე გათამაშების თითო ბილეთი გადაეცათ, რომელიც გარანტირებულ პრიზს, წიგნს იგებს.

"ბიბლუსის" ერთ-ერთ ფილიალში 18 ბილეთით 18 წიგნი მოიგო ერთ-ერთმა მომხმარებელმა, "კავკასიის უნივერსიტეტის" პრეზიდენტმა კახა შენგელიამ.

"ბიბლუსში" დღეს ჩემთვის, უნივერსიტეტისთვის და მეგობრებისთვის დაახლოებით 700 ლარამდე წიგნი შევიძინე. ძალიან მიხარია, რომ ეს აქცია დაიწყო. გამიმართლა. 18 ბილეთი მერგო და ჯერჯერობით, 18 წიგნი მოვიგე, თუ კარგად იქნება საქმე, შეიძლება, მანქანასაც გამოვკრა ხელი", - აღნიშნა კახა შენგელიამ.

კულინარიული წიგნის შეძენის შემდეგ ბიზნესის სერიიდან წიგნი მოიგო ცოტნე შერმადინმა. "წიგნის მაღაზიაში კულინარიული წიგნის შესაძენად შემოვედი, გავიგე, რომ მიმდინარეობს გათამაშება, სადაც ყოველ 20 ლარზე გათამაშების ერთ ბილეთს გაძლევენ. მოვიგე "ბიზნესის გენიის" სერიიდან წიგნი მარკ ცუკერბერგის შესახებ", - აღნიშნა ცოტნე შერმადინმა.

შტეფან ცვაიგის ოთხტომეულით დასაჩუქრდა მომხმარებელი, რომელიც "ბიბლუსში" საჩუქრის შესაძენად იყო მისული. "გათამაშების შესახებ არაფერი ვიცოდი. ბავშვისთვის საჩუქრად წიგნის ყიდვა მინდოდა. მოვიგე ძალიან კარგი საჩუქარი - შტეფან ცვაიგის ოთხტომეული. ძალიან გამიხარდა. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო, ხშირად შეიძინონ წიგნები", - აღნიშნა ქეთი ამაშუკელმა.

ფრანგული კულინარიის შესახებ გამოცემით დასაჩუქრდა მაკა რუსია, რომელმაც მომგებიანი ბილეთი სამედიცინო ატლასის შეძენის შემდეგ მიიღო.

გათამაშების პირობების თანახმად, 31 მარტიდან 2 თვის განმავლობაში წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" და კიდევ წიგნის 24 სხვა მაღაზიაში გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნებზე, ყოველ 20 ლარიან შენაძენზე მომხმარებელი ადგილზე გათამაშების ერთ ბილეთს მიიღებს, შესაბამისი ველის გადაფხეკის შემდეგ კი, ყველა შემთხვევაში გარანტირებულ პრიზს, წიგნს მოიგებს.

"გათამაშებაშია გამომცემლობა "პალიტრა L"-ის 400 დასახელების 200 000 წიგნი, მათ შორის, ისეთი პოპულარული სერიებიდან, როგორიც არის "100 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ". თინეიჯერული ლიტერატურა "ლიბერტეენს"-ის პროექტიდან, "ჩემი რჩეული", "ჩემი რჩეული მსოფლიო" და ა.შ. ნამდვილად ძალიან კარგი პრიზები თამაშდება. ყველას ვურჩევ იკითხონ წიგნები და აუცილებლად მოიგებენ", - აღნიშნა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტების მენეჯერმა თინათინ ფეიქრიშვილმა.

მისივე თქმით, გარდა გარანტირებული პრიზისა, მომხმარებლები 29 მაისს მთავარ გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც გრანდიოზული პრიზები თამაშდება.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი "ბიბლუსის" მაღაზიაში ბილეთის მეორე ნაწილს ავსებს, რომელიც წიგნის მაღაზიაში განთავსებულ სპეციალურ ყუთში თავსდება. ისინი უნდა დაელოდონ 29 მაისის მთავარ გათამაშებას, სადაც გათამაშდება 4 მთავარი პრიზი: იაპონური ავტომობილი "დაცუნი", ერთკვირიანი საგზური ევროპაში 2 კაცზე, 3000 ლარიანი ავეჯის ვაუჩერი და აიფონ 6s.

გათამაშების შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია როგორც სპეციალურ ვებგვერდზე - www.palitral.ge/lottery, ასევე სოციალურ ქსელში ჰეშტეგით #იკითხედამოიგებ.

გათამაშება გაიმართება 29 მაისს, 18:00 საათზე, ტელეკომპანია Palitra News-ისა და "რადიო პალიტრას" პირდაპირ ეთერში.