”ალტერსოქსი” - ფერადი ორიგინალური ქართული წინდები

ქართულ ბაზარზე ახალი ქართული ბრენდი ”ალტერსოქსი” გამოჩნდა.

3 დღეა, რაც ”თბილისი მოლში” წინდების სტენდი გაიხსნა, რომელიც ეროვნული მოტივებით შექმნილ, უნიკალური დიზაინის ჭრელ წინდებს სთავაზობს მომხმარებელს. წინდების განსაკუთრებული მახასიათებლებისა და ბრენდის პერსპექტივის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” ”ალტერსოქსის” დამფუძნებელი, ნინა მენთეშაშვილი ესაუბრა.

- ეს არის ახალი ქართული ბრენდი, “ალტერსოქსი” (AlterSocks), რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ ჩამოვაყალიბეთ. ჩვენ ორნი ვქმნით წინდის დიზაინს, ჩემი მეუღლე გრაფიკული დიზაინერია და ის ხატავს ჩემთან ერთად. შემდეგ უკვე გადაგვაქვს და წინდები იქსოვება ქარხნებში ჩვენი დიზაინის მიხედვით. რამდენიმე ქარხანასთან ვთანამშრომლობთ. ისინი გვთავაზობენ ფერების არჩევანს. გვყავს როგორც ქართული მომწოდებელი ქარხანა, ასევე საზღვარგარეთ არსებული. ასევე გვაქვს სასაჩუქრე ყუთები ინდივიდუალური დიზაინით. ამ ყუთებსაც ჩვენ ვხატავთ და ჩვენ ვფუთავთ.

პირველი ნაბიჯები. ”სტენდზე გუშინწინ გამოვიტანეთ გასაყიდად. როგორც კი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ჩვენი ფეიჯი გავაკეთეთ, დავდეთ ფოტოები და ა.შ. ძალიან დიდი bpnგამოხმაურება მოყვა. არ ველოდით, თუ ერთ დღეში ამდენი ადამიანი დაინტერესდებოდა. გვწერენ და გვეკითხებიან, სად მოვიდეთ, სად ვიყიდოთო. მომხმარებელმა ძალიან კარგად მიიღო".

ფერადი წინდები. "89% არის ნატურალური ბამბა, კოტონი. 11% არის ასევე ბუნებრივი მასალა, რომელიც წინდას იმისთვის სჭირდება, რომ ელასტიურობა შეინარჩუნოს და ფორმა არ დაკარგოს გაერეცხვისას. ჩვენ გვაქვს უნიკალური დიზაინი. მაგალითად, ხინკლებიანი წინდა ყველაზე პოპულარული მოდელია. კიდევ გვაქვს რამდენიმე დიზაინი, რომელიც ჩვენი ექსკლუზივია. პლუსია, ასევე ის, რომ ნახატიან წინდებში აქცენტი ყოველთვის ნახატზეა და არა ხარისხზე. ბამბის ამხელა შემცველობა თითქმის არცერთ იმპორტირებულ წინდას არ აქვს. ასევე, ჩვენ გვაქვს ეროვნული მოტივები. გვინდა, ქართული მოტივები გავაგრძელოთ, რადგან მომხმარებელი ამ აქცენტს ძალიან პოზიტიურად იღებს”

უხლოესი გეგმები. ”გვინდა უზრუნველვყოთ ონლაინ გაყიდვები და საკურიერო მომსახურება, რადგან მოთხოვნა არსებობს. აქ თუ ისე კარგად გაგრძელდება მუშაობა, როგორც დავიწყეთ, გვინდა სხვა სავაჭრო ცენტრებშიც ვიყოთ წარმოდგენილი. მოლაპარაკებას რამდენიმე სუპერმარკეტთანაც ვიწყებთ".

ფასები. ”ნახატიანი წინდების ფასი 7.50 ლარიდან იწყება. მაგრამ რაც უფრო მეტ წყვილს იძენს მყიდველი, საერთო ღირებულებას მით მეტი თანხა აკლდება. ასევე გვაქვს სასაჩუქრე ყუთები უფასოდ. მომხმარებელს სასაჩუქრე ყუთის არჩევა შეუძლია და ჩვენ მათ მიერ არჩეულ ყუთში ვუდებთ შეძენილ წინდას”.

თამარ კორკოტაშილი