დავით ნარმანია – თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი გრძელდება და უნდა გაგრძელდეს კიდეც აუცილებლად, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რკინიგზის პროექტზე თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი მუშაობს.

"გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი მოამზადებს დასკვნას შემოვლით რკინიგზასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ გახდება დაწვრილებითი ინფორმაცია ცნობილი და მსჯელობის საგანი ეს თემა. პროექტი გრძელდება და უნდა გაგრძლდეს აუცილებლად, ხოლო დაწვრილებითი დეტალები დასკვნის შემდეგ იქნება ცნობილი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.