“ნაფტოგაზი” "გაზპრომისგან" გაზს აღარ იყიდის

უკრაინული “ნაფტოგაზი” რუსული ტრანსნაციონალური კომპანია “გაზპრომისგან” გაზის შეძენას აღარ აპირებს.

ამის შესახებ, 1 აპრილს, “ნაფტოგაზის” პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.

უკრაინული მხარის განმატებით, 2016 წლის მეორე კვარტალში “გაზპრომის” ფასები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ევროპელი მომწოდებლების. მიუხედავად “ნაფტოგაზის” აღნიშნული გადაწყვეტილებისა, რუსეთიდან ევროპაში გაზის ტრანსპორტირებას ხელი არ შეეშლება.

იხილეთ გაგრძელება