ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტი დღეს მუშაობას ვერ განაახლებს

ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტი დღეს მუშაობას ვერ განაახლებს, ამის მიზეზი სამართალდამცველთა პროტესტია. ამის შესახებ "ბიბისის" აეროპორტის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

სამართალდამცველები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვენ. ისინი ამ მოთხოვნით 22 მარტს მომხდარ ტერაქტებამდეც გამოდიოდნენ. მათი განცხადებით, აეროპორტს არ ჰყავს საკმარისი თანამშრომლები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამ დროისთვის სამართალდამცველები აეროპორტის მმართველ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ტერაქტების შემდეგ ბრიუსელის აეროპორტს მუშაობა დღეს უნდა განეახლებინა.