Game of Thrones-ის ახალ სეზონზე 100 მილიონი დაიხარჯა

მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, სუპერ-პოპულარული სერიალის „სამეფო ტახტის თამაშების“ უახლესი, მეექვსე სეზონის მოლოდინში მისი თაყვანისმცემლები დღეებს ითვლიან. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რამდენი მილიონი დაიხარჯა ახალი სეზონის გადაღებაზე. ამ ინფორმაციას გამოცემა Entertainment Weekly ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახალი სეზონის თითოეულ ეპიზოდზე სულ ცოტა, 10 მილიონი დოლარი დაიხარჯა, ჯამში კი მთლიან სეზონზე დანახარჯები 100 მილიონს აჭარბებს, რაც „სერიალისთვის“ ტრადიციული მნიშვნელობით, კოლოსალური თანხაა. თუმცა, მის შემქმნელებს ეს ფული ამად უღირთ - Game of Thrones პოპულარობის ზენიტშია და მას ბევრად მეტი შემოსავალი მოაქვს არხისთვის HBO, ვიდრე მასზე ხარჯავს. ცნობისათვის, ჯერ კიდევ მეორე სეზონზე კომპანია თითოეულ ეპიზოდზე 6 მილიონ დოლარს ხარჯავდა.

შეგახსენებთ, ფანტასტიკური ჟანრის ეპოსის ახალი სეზონის პრემიერა კვირას, 24 აპრილს გაიმართება.

კოკა კვირკველია