BMW X7 vs Maybach-GLS

გერმანული კომპნაია BMW ახალი, დიდი ზომის ქროსოვერის X7-ის წარმოებას გეგმავს. კომპანია ამ მოდელის 2 ვარიანტს შემოგვთავაზებს. დაანონსებულ 7-ადგილიანთან ერთად ბავარიელები ულტრა ლუქს კლასის 4-ადგილიან ვარიანტსაც გამოუშვებენ, რომელიც 100 ათას დოლარზე მეტი ეღირება.

„უბერლუქსური“ X7 არის კომპანიის გეგმის ნაწილი, რომლის თანახმად, ის აპირებს კონკურენცია გაუწიოს Mercedes-Benz-ის ულტრალუქს კლასის Maybach-ს, რომელსაც სწორედ ამ ნიშნით აწარმოებენ შტუტგარდელები.

BMW სიახლის წარმოებას კომპანიის აშშ-ში მდებარე ქარხანაში, სპანტაბურგში 2018 წლიდან გეგმავს. სწორედ ამ ქარხანაში იწარმოება კომპანიის სხვა ცნობილი ყველგანმავლები, როგორებიცაა X5 და X6. ასევე ცნობილი გახდა, რომ სიახლე არ გაიყოფს პლატფორმას კომპანიის მფლობელობაში არსებული ბრიტანული ბრენდის Rolls-Royce-ის დაანონსებულ ქროსოვერთან, სამუშაო სახელწოდებით Cullinan. ეს უკანასკნელი მთლიანად ალუმინის მსუბუქ ძარას მიიღებს, X7 კი მონოკოკურ ძარას. ამავე ძარაზე კომპანია სამომავლოდ გეგმავს რამდენიმე მოდელის წარმოებას, მათ შორის მე-7 და დაანონსებულ მე-9 series-ის მოდელებს.

კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, X7-ის მდიდრული ვარიანტის ფასი ნამდვილად 100 000 დოლარზე მეტი იქნება, თუმცა 200 000-მდე არ მიაღწევს, როგორც ეს კონკურენტ Maybach-ის შემთხვევაში მოხდა.