ლონდონში „ოქროს“ ავტომობილები დააჯარიმეს

ლონდონში ნაიტსბრიჯის ქუჩაზე მდგარი სამი ძვირადღირებული „ოქროს“ ავტომობილი არასწორი პარკირების გამო დააჯარიმეს. Lamborghini Aventador, Mercedes G63 6x6 და Bentley Flying Spur, რომელთაც სავარაუდოდ, ერთი მფლობელი ჰყავს, Jumeirah Carlton Tower Hotel-ის მიმდებარედ აკრძალულ ადგილას პარკირების გამო, 80-80 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს. „ლამბოს“ საქარე მინაზე ჯარიმის ორი ქვითარი იყო მიკრული.

ცნობისათვის, ბრიტანული კანონმდებლობის მიხედვით, თუ დაჯარიმებული პირი აღნიშნულ თანხას 2 კვირაში არ დაფარავს, მას დამატებით 40 გირვანქას გადახდა მოუწევს.

ამ ავტომობილების საერთო ღირებულება ჯამში ორ მილიონს აღწევს და ისინი, სავარაუდოდ, ვინმე მდიდარ არაბს ეკუთვნის, რადგან მათ არაბული სანომრე ნიშნები ჰქონდათ. ჯარიმის ქვითრებს მსურველებისთვის ხელი არ შეუშლიათ, ამ იშვიათი მანქანებისთვის ფოტოები გადაეღოთ.

კოკა კვირკველია

იხილეთ ფოტოები