ნიუ იორკის ავტოშოუ დასრულდა

ნიუ იორკის საერთაშორისო ავტოშოუმ (NYIAS), რომელიც 23 მარტს ოფიციალურად გაიხსნა, რამდენიმე მსოფლიო დებიუტს უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ სუპერ და ჰიპერ ავტომობილების დებიუტები, ძირითადად, ჟენევის ავტოშოუზე ხდება, ნიუ იორკის მოტორშოუ მისი მასშტაბურობით ნამდვილად ერთ-ერთი უმსხვილესი და პრესტიჟულია ავტოსამყაროში. თუმცა, იქ მოხვედრას ყველა ვერ ახერხებს, ვინაიდან ზოგიერთებმა ჩვენება უკვე წარმოადგინეს დეტროიტისა (იანვარში) და ჟენევის (მარტის დასაწყისი) ავტოშოუზე, ზოგიც თავს ინახავს ჩინეთის (პეკინი/შანხაი) მოტორშოუსთვის. შესაბამისად, წლევანდელი ნიუ იორკი შედარებით მოკრძალებული იყო.

რაც შეეხება კონკრეტულ პრემიერებს, წლევანდელ შოუზე კვლავ ყურადღების ცენტრში იყო გერმანული Mercedes-Benz, რომელიც 5 მსოფლიო პრემიერით წარსდგა. აქედან უმთავრესი სერიული წარმოებისთვის მზა GLC Coupe და C63 კაბრიოლეტი იყო. ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია Audi R8-ს კაბრიო ვერსიამ და Nissan GT-R-ის განახლებულმა ვარიანტმა.

რაც შეეხება კონცეპტებს, მსოფლიო პრემიერით წარსდგა სამხრეთ კორეული ”ჰიუნდაი” პრემიალური ხაზის Genesis-ის ახალი სედანით და ნაღდი ამერიკელი Lincoln Navigator.

ნიუ იორკის მნიშვნელოვანი დებიუტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება.

სერიული წარმოებისთვის მზა:

Acura MDX

Audi 2017 R8 Spyder

Buick Encore

Chevrolet Camaro ZL1

Kia Cadenza

Mercedes-Benz AMG E43 Sedan

Mercedes-Benz AMG GLC43

Mercedes-Benz CLA250, AMG CLA45

Mitsubishi Outlander PHEV

Mitsubishi Mirage G4

Nissan GT-R

Nissan Titan

Spyker C8 Preliator

Subaru Impreza

Toyota Highlander

Toyota Prius Plug-In

Toyota 86

კონცეპტუალური:

Genesis sedan

Lincoln Navigator

კოკა კვირკველია