ნიდერლანდებში  ბენზინსა და გაზზე მომუშავე ავტომობილებს აკრძალავენ

ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა „ლეიბორისტთა პარტიის“ ინიციატივას, რომლის თანახმად, 2025 წლიდან ნიდერლანდებში მხოლოდ ელექტრომობილები გაიყიდება.

მიმდინარე თვის დასაწყისში „ლეიბორისტებმა“ ასევე წარადგინეს პროექტი, რომელიც მომდევნო 14 წლის განმავლობაში არაეკონომიური ავტომობილების გაყიდვის აკრძალვას ითვალისწინებდა.

2013 წელს ჰოლანდიის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ენერგეტიკულ შეთანხმებას 40 ორგანიზაციასთან „მწვანე ენერგიის“, მავნე გამონაბოლქვის შემცირებისა და ეკოლოგიური სახლების მშენებლობის პროპაგანდის თაობაზე.